რამდენი გამომწერი მოემატა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საბოლოოდ აისრულა მრავალწლიანი ოცნება — ფრანგულმა გრანდმა...

გადამწყვეტ მატჩში პსჟ-მ შთამბეჭდავი შედეგით დაამარცხა მილანის „ინტერი“ — ანგარიშით 5:0, რაც ფინალებისთვის იშვიათი და რეკორდული მაჩვენებელია. გუნდმა თითოეულ ხაზზე უპირატესობა დამაჯერებლად დაამტკიცა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა. მისმა ასეთმა თამაშმა კვლავ დაიმსახურა მსოფლიო მედიის ყურადღებას და მილიონობით გულშემატკივრის აღფრთოვანება გამოიწვია.
ეს მნიშვნელოვანი თამაში კვარაცხელიას სოციალური მედიის მონაცემებზეც მალევე აისახა - მისი გამომწერების რაოდენობა Instagram-ზე 400 ათასით გაიზარდა და ჯამში 4.3 მილიონს მიაღწია. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ როგორი გავლენა აქვს დიდ საფეხბურთო სცენაზე წარმატებულ გამოსვლას ინდივიდუალურ პოპულარობაზე.
What's Your Reaction?






