"აწი მაქედან მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ.." - ტატიშვილმა ხვიჩას კრიტიკოსებს მიმართა

იმედის დილის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ეროვნული ნაკრების ლიდერისა და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის...

ივნ. 3, 2025 - 13:57
 0
"აწი მაქედან მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ.." - ტატიშვილმა ხვიჩას კრიტიკოსებს მიმართა
იმედის დილის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ეროვნული ნაკრების ლიდერისა და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის შესახებ ენთუზიაზმითა და ემოციური შეფასებით ისაუბრა.

ტატიშვილმა ხაზი გაუსვა კვარაცხელიას უნიკალურობას და აღნიშნა:

ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით – ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ ადამიანებზე, ვისაც წარსულში კვარაცხელიას შესაძლებლობებში ეპარებოდა ეჭვი. წამყვანმა კრიტიკოსებს მოუმართა იუმორით სავსე ტონით:

მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი – შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow