"არ გავჩერდებით, სანამ ბარსა ევროპული ფეხბურთლის მწვერვალზე არ იქნება" - იამალი
"ბარსელონას" ვინგერმა, ლამინე იამალმა გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან მილანის...

მიუხედავად მძიმე იმედგაცრუებისა, იამალი აცხადებს, რომ ეს სვლა მხოლოდ დასაწყისია და "ბარსას" ევროპულ ელიტაში დაბრუნებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.
„ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ "ბარსა" თავის ისტორიულ ადგილს — ევროპული ფეხბურთის მწვერვალს არ დაიბრუნებს,“ — წერს იამალი სოციალურ ქსელში. — „ჩემი პირობა უცვლელია: ჩემპიონთა ლიგა ბარსელონაში დაბრუნდება.“
„ყველაფერი გავაკეთეთ - წელს ის არ მოხდა, რაც გვსურდა, მაგრამ საუკეთესოები დავბრუნდებით, ეჭვი არ შეგეპაროთ.
კვირას კიდევ ერთ ფინალი გვაქვს, ყველას გვჭირდება, რომ ერთად ვიყოთ. გაუმარჯოს ბარსას, კულეებო.”, - წერს იამალი.
What's Your Reaction?






