ამასაც ვერ იფიქრებდით - რამდენს შოულობს წლიურად ნინა დრამა
ამერიკელი ჟურნალისტი და ცნობადი სახე ნინა დრამა საქართველოში მალევე გახდა პოპულარული, რაც მისმა და მერაბ დვალიშვილის საერთო მოგზაურობამ განაპირობა

ზოგადად, ნინა დრამა ქართველ მებრძოლს არც თუ პატარა საქმეს უკეთებს. ამერიკელ ჟურნალისტს არაერთი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი მერაბ დვალიშვილთან, რაც ქართველი ჩემპიონის პოპულარიზაციას და მის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გაჩენას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.
სხვათა შორის, თავად ნინა წლიურად საკმაო ოდენობის შემოსავალს იღებს. გარდა იმისა, რომ ის UFC-ის ჟურნალისტია და კონტრაქტიდან უხდიან, ნინას ცალკე აქვს სოციალურ ქსელებში განთავსებული სასპონსორო ხელშეკრულებები და საცურაო ბიკინის ბიზნესი.
როგორც სპორტული გამოცემა Sportskeeda წერს, ნინა დრამა წლიურად 1 000 000 დოლარამდე გამოიმუშავებს.
What's Your Reaction?






