7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
What's Your Reaction?






