8 სახლი და 3 მანქანა - რა ქონებას ფლობს ლაშა ტალახაძე რეალურად

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 27 იანვარს შეავსო.“ქართული ოცნების“ დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული 8 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ორი 2024 წელს იყიდა. ახალშეძენილი ბინებიდან ერთი მდებარეობს თბილისში, რაშიც მან 40 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მცხეთაში - ამ უკანასკნელში 230 ათასი დოლარია დახარჯული.გარდა ამისა, ტალახაძის საკუთრებაშია ერთ-ერთ მის საცხოვრებელ ბინის კორპუსში ტერასა. ის ასევე ფლობს ოთხ მიწის ნაკვეთს თბილისში, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავ ქონებას ტალახაძის მეუღლეც ფლობს, კერძოდ, ხუთ ბინასა და ორ მიწის ნაკვეთს. აქედან 2024 წელს შეძენილია: მიწის ნაკვეთი თბილისში (1990 კვ.მ) – 440 000 დოლარი; მიწის ნაკვეთი სენაკში (581 კვ.მ) - 20 000 დოლარი; ბინა თბილისში - 45 000 დოლარი; ბინა თბილისში - 35 000 დოლარი.რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ტალახაძის ოჯახის საკუთრებაშია სამი მსუბუქი ავტომობილი, აქედან ორი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, ერთი კი მის მეუღლეს. აღნიშნული ავტომობილები ტალახაძემ 2024 წელს იყიდა, კერძოდ, შეძენილია BMW XM 2024 (132 000 ევრო) და DODGE (20 000 დოლარი).გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა ტალახაძეს წილები აქვს ჯამში ხუთ კომპანიაში. ესენია: შპს “ლაშა ტალახაძის სახელობის ოლიმპიური ბანაკი“ - სამეწარმეო რეესტრში მის წილებს სრულად ტალახაძე ფლობს; შპს “ლტ კომპანი“ - გიორგი აფაქიძესთან ერთად ტალახაძე კომპანიას თანაბრად იყოფს; შპს “ჰილსაიდი“ - ტალახაძე 26%-იან წილს ფლობს კომპანიაში. აღნიშნული ბიზნესიდან მან 2024 წელს 680 000 დოლარის შემოსავალი მიიღო; შპს „ელ. ბი. ჯეო გრუპი“ - ამ შემთხვევაში ტალახაძე წლები ის ნახევარს ფლობს. მისი თანამოწილეები კი ბაკურ და ზვიად გოგოჭურები არიან. რაც შეეხება ფინანსებს, ტალახაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში ანაბარზე ჰქონდა 1 000 000 ლარი.ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ლაშა ტალახაძემ შემოსავლის სახით, ჯამში, 339 773 ლარი აიღო. მათ შორის, 12 823 ლარი მიღებული აქვს 2024 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში შს სამინისტროში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, 5001 ლარი 2024 წლის 25 ნოემბერი-31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის დეპუტატის სარგოა, ხოლო დანარჩენი როგორც ძალოსნობის ნაკრების წევრს აქვს მიღებული (მათ შორისაა სასპონსორო თანხები სხვადასხვა კომპანიიდან).გარდა ამისა, გასულ წელს მან ოლიმპიური თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის ჩუქებით მიიღო ავტომობილი Jeep Wrangler 2024, რომლის საბაზრო ღირებულებაც 60 000 დოლარია.წყარო: bpn.ge

ივნ. 12, 2025 - 21:57
 0
8 სახლი და 3 მანქანა - რა ქონებას ფლობს ლაშა ტალახაძე რეალურად
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 27 იანვარს შეავსო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული 8 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ორი 2024 წელს იყიდა. ახალშეძენილი ბინებიდან ერთი მდებარეობს თბილისში, რაშიც მან 40 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო მეორე მცხეთაში - ამ უკანასკნელში 230 ათასი დოლარია დახარჯული.

გარდა ამისა, ტალახაძის საკუთრებაშია ერთ-ერთ მის საცხოვრებელ ბინის კორპუსში ტერასა. ის ასევე ფლობს ოთხ მიწის ნაკვეთს თბილისში, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავ ქონებას ტალახაძის მეუღლეც ფლობს, კერძოდ, ხუთ ბინასა და ორ მიწის ნაკვეთს. აქედან 2024 წელს შეძენილია: მიწის ნაკვეთი თბილისში (1990 კვ.მ) – 440 000 დოლარი; მიწის ნაკვეთი სენაკში (581 კვ.მ) - 20 000 დოლარი; ბინა თბილისში - 45 000 დოლარი; ბინა თბილისში - 35 000 დოლარი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ტალახაძის ოჯახის საკუთრებაშია სამი მსუბუქი ავტომობილი, აქედან ორი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის, ერთი კი მის მეუღლეს. აღნიშნული ავტომობილები ტალახაძემ 2024 წელს იყიდა, კერძოდ, შეძენილია BMW XM 2024 (132 000 ევრო) და DODGE (20 000 დოლარი).

გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა ტალახაძეს წილები აქვს ჯამში ხუთ კომპანიაში. ესენია: შპს “ლაშა ტალახაძის სახელობის ოლიმპიური ბანაკი“ - სამეწარმეო რეესტრში მის წილებს სრულად ტალახაძე ფლობს; შპს “ლტ კომპანი“ - გიორგი აფაქიძესთან ერთად ტალახაძე კომპანიას თანაბრად იყოფს; შპს “ჰილსაიდი“ - ტალახაძე 26%-იან წილს ფლობს კომპანიაში.

აღნიშნული ბიზნესიდან მან 2024 წელს 680 000 დოლარის შემოსავალი მიიღო; შპს „ელ. ბი. ჯეო გრუპი“ - ამ შემთხვევაში ტალახაძე წლები ის ნახევარს ფლობს. მისი თანამოწილეები კი ბაკურ და ზვიად გოგოჭურები არიან. რაც შეეხება ფინანსებს, ტალახაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში ანაბარზე ჰქონდა 1 000 000 ლარი.


ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ლაშა ტალახაძემ შემოსავლის სახით, ჯამში, 339 773 ლარი აიღო. მათ შორის, 12 823 ლარი მიღებული აქვს 2024 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში შს სამინისტროში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, 5001 ლარი 2024 წლის 25 ნოემბერი-31 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის დეპუტატის სარგოა, ხოლო დანარჩენი როგორც ძალოსნობის ნაკრების წევრს აქვს მიღებული (მათ შორისაა სასპონსორო თანხები სხვადასხვა კომპანიიდან).

გარდა ამისა, გასულ წელს მან ოლიმპიური თამაშებში მიღწეული წარმატებისთვის ჩუქებით მიიღო ავტომობილი Jeep Wrangler 2024, რომლის საბაზრო ღირებულებაც 60 000 დოლარია.

წყარო: bpn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow