9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს „ზიზღის ის კამპანია, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან განვითარდა, ნამდვილად ამაზრზენი ფაქტი იყო“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ენჯეოებმა და […]

აპრ. 10, 2025 - 23:27
 0
9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს
„ზიზღის ის კამპანია, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან განვითარდა, ნამდვილად ამაზრზენი ფაქტი იყო“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ენჯეოებმა და მათმა მხარდამჭერებმა მოითხოვეს ექსკლუზივი საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლებისთვის 9 აპრილს პატივის მისაგებად, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველო ისევ ვიღაცის ვასალი იყოს.
„რაც მთავარია, ეს [სპექტაკლი 9 აპრილის მემორიალთან] დაფინანსებული გახლდათ, რადგან იქ იდგნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველთვის ზიზღის კამპანიისა და ლიბერალური ფაშიზმის სათავეში არიან ხოლმე.
ამ ხალხმა გამოაცხადა, რომ თურმე მათი პრეროგატივაა იმათ მიაგოს პატივი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მაშინ, როცა, ეს ენჯეოები და მათი წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საქართველო ისევ ვიღაცის ვასალი იყოს. რა მნიშვნელობა აქვს გლობალური ძალის ვასალი იქნება თუ საბჭოთა კავშირის – ვასალი ვასალია. ძალიან ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ მათ, საბოლოო ჯამში, ვეღარ მოითმინეს და 9 აპრილს ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ არის ის ეროვნული ძალა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს ასახავს.
ასევე, ნუ დაავიწყდებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ – 54%-მა, ხმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობისთვის მისცა. ეს იყო სწორედ მმართველი პარტიის დაპირება და არჩევნებზეც მოსახლეობამ ამას მისცა ხმა. რადიკალები კი თავიანთი ქმედებებით ამბობენ, რომ მხოლოდ თავად არიან საქართველო, დანარჩენი მოსახლეობის აზრი კი მათთვის მიუღებელი და არასაპატივცემულოა. მათი თვალსაზრისით, მათგან განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს. სწორედ ამას აფინანსებენ უცხოელი დონორები, რომელთაც, ამის შესახებ პასუხს რომ ვთხოვთ, უბრალოდ, პასუხისმგებლობას ირიდებენ თავიდან.
სწორედ ამიტომ, უკვე მუშავდება კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს, რომ დონორს სახელმწიფოსგან ჰქონდეს მიღებული თანხმობა, რათა გრანტი გასცეს ამა თუ იმ ორგანიზაციაზე. ეს კი სწორედ იმიტომ ხდება, რომ ვითომ კეთილშობილური მიზნებითა და მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი ლოზუნგებით არ დაფინანსდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქართული საზოგადოების ნებას ეწინააღმდეგებიან“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow