Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ 10%-ზე მაღალ საპასუხო ტარიფებზე სამთვიანი პაუზის გამოცხადების შემდეგ, საფონდო ბირჟებს გამოცოცხლება დაეტყო. განცხადებიდან მალევე, Dow Jones-ის ინდექსი 7.87%-ით გაიზარდა, S&P 500-ზე მატებამ 9.52% შეადგინა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი 12.16%-ით გაიზარდა. საფონდო ბირჟებზე ზრდის ტენდენცია უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასზეც აისახა. მათ შორის Apple-ის აქციების ფასი ერთდღიან ჭრილში […]

აპრ. 10, 2025 - 23:27
 0
Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

აშშ-ის პრეზიდენტ ს მიერ სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ 10%-ზე მაღალ საპასუხო ტარიფებზე სამთვიანი პაუზის გამოცხადების შემდეგ, საფონდო ბირჟებს გამოცოცხლება დაეტყო. განცხადებიდან მალევე, Dow Jones-ის ინდექსი 7.87%-ით გაიზარდა, S&P 500-ზე მატებამ 9.52% შეადგინა, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი 12.16%-ით გაიზარდა.
საფონდო ბირჟებზე ზრდის ტენდენცია უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასზეც აისახა. მათ შორის Apple-ის აქციების ფასი ერთდღიან ჭრილში 15%-ზე მეტით გაიზარდა და $198.85-ს გაუტოლდა. შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.987 ტრილიონს მიღწია და Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა, რომელიც ცოტა ხნით Microsoft-ს დაუთმო.
თავის მხრივ, ტრამპის განცხადების შემდეგ, Microsoft-ის აქციების ღირებულებაც გაიზარდა. თუმცა მის შემთხვევაში მატებამ დაახლოებით 10% შეადგინა და თითო აქციაზე $390.49-ს გაუტოლდა. Microsoft-მა მსოფლიოს ყველაზე ძირად ღირებული კომპანიის სტატუსი Apple-ს დაუბრუნა, რადგან ახლა მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.902 ტრილიონს აღწევს.
როგორც ხედავთ, ტექნოლოგიური გიგანტების ღირებულებას შორის სხვაობა საკმაოდ მცირე, 85 მილიარდი დოლარია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიის ლიდერი კვლავ შეიცვალოს.
forbes.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow