EU-მ არ უნდა დაუშვას ქვეყანა კანდიდატის სტატუსით იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ღონისძიებაში – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას შეკრებილები მქუხარე ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველო დღესაც, ისევე როგორც 2008 წელს, არის საცდელი ადგილი, სადაც რუსეთი ამჯერად მის საარჩევნო მანიპულაციებს ცდის და ადგილობრივი ოლიგარქის საშუალებით ცდილობს ძალაუფლების სრულ უზურპაციას. მან ევროკავშირს სთხოვა, […]

აპრ. 7, 2025 - 01:57
 0
EU-მ არ უნდა დაუშვას ქვეყანა კანდიდატის სტატუსით იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს პარტიის ღონისძიებაში – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას შეკრებილები მქუხარე ტაშით შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველო დღესაც, ისევე როგორც 2008 წელს, არის საცდელი ადგილი, სადაც ამჯერად მის საარჩევნო მანიპულაციებს ცდის და ადგილობრივი ოლიგარქის საშუალებით ცდილობს ძალაუფლების სრულ უზურპაციას. მან ევროკავშირს სთხოვა, არ დაუშვას კანდიდატი ქვეყნის ქცევა ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად.
“რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ- ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.
და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი მინდა გადმოგცეთ-საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა, სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას. სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას” – თქვა მან და ახსენა 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი პროტესტი საქართველოში, რომლის მონაწილეებიც ზუსტად ისე არ ტოვებენ ქუჩას, სადაც ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან, როგორც უკრაინელები სანგრებს რუსეთთან ომის დასრულებამდე.
სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან შეახსენა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ტოტალიტარიზმისკენ სვლა არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ ყველა დემოკრატიის პრობლემაა. რომ თუკი საქართველოში ნაცად ჰიბრიდული ომის ახალ ინსტრუმენტებს რუსეთი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებს მას შემდეგ, რაც აქ ისინი წარმატებულად ჩაითვლება, პრობლემები მხოლოდ მოიმატებს.
“საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.
ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.
ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow