ISSA: პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა თბილისელების 47.4%. აქედან 29.3% უპირობოდ, ხოლო 18.1%-ის […]

ივლ. 1, 2025 - 16:27
 0
ISSA: პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% ს უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა თბილისელების 47.4%. აქედან 29.3% უპირობოდ, ხოლო 18.1%-ის აზრით, პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში უნდა განიხილონ.
კვლევიდან ამონარიდი იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოკითხეს 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საველე სამუშაოები დასრულდა 30 ივნისს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow