Marca: "არის შანსი, რომ ბელინგემმა ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს"
რეალის ნახევარმცველი ოპერაციის გაკეთებას აპირებს

მათი ინფორმაციით, ინგლისელ ფეხბურთელს მხარზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, რომლის ოფიციალური თარიღიც ჯერ ცნობილი არ არის.
თუ ჯუდი ქირურგიას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე ჩაიტარებს, მაშინ ახალი სეზონის სტარტს არ გამოტოვებს, მაგრამ აღნიშნული ტურნირის შემდეგ თუ ჩატარდა ოპერაცია, მაშინ ბელინგემს პირველი მატჩების გაცდენა მოუწევს.
ცნობისთვის, ბელინგემმა მხარის ტრავმა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში, რაიო ვალეკანოსთან მატჩში მიიღო.
What's Your Reaction?






