ინფორმაციამ გაჟონა - როგორია ჩაკვეტაძის ანაზღაურება უოტფორდში
გასული სეზონი გიორგი ჩაკვეტაძისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა თავი...

ავტორიტეტული საფეხბურთო ვებგვერდის, Capology-ს ინფორმაციით, ჩაკვეტაძე ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც „უოტფორდში“ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს. მათი მონაცემებით, გიორგის ყოველკვირეული ანაზღაურება 25,000 ფუნტს შეადგენს, რაც კლუბის შიგნით ტოპ ხუთეულში აყენებს მას ანაზღაურების მხრივ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველ ფეხბურთელს კლუბთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს — მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ღირსებას 2029 წლამდე დაიცავს.
What's Your Reaction?






