18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საკალათბურთო კლუბი ორბი გახდა
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საკალათბურთო გუნდი ორბი გახდა. გიორგი კიპაროიძისა და კახა ტომარაძის...

რეგულარულ ჩემპიონატში ორბმა მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ჰიუნდაიმ – მეორე. ამიტომაც, შანსები დაახლოებით თანაბარი იყო ჰიუნდაის მცირე უპირატესობით, თუმცა საკუთრივ მატჩმა სხვა სურათი წარმოაჩინა. ორბი თავიდანვე დაწინაურდა და გუნდური თამაშის წყალობით ლიდერობას მთელი მატჩის მანძილზე ინარჩუნებდა.
ჰიუნდაის გამარჯვება შეძლო, ცოტა ადრე რომ დაეწყო ის წნეხი, რაც მეტოქეს ბოლო წუთებზე მოუწყო. ჰიუნდაიმ 15-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და ზედ საფინალო სირენის წინ დაწინაურება შეეძლო, როცა ქულით (71:72) ჩამორჩენილი ჰიუნდაის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა დოლბაძემ ფარქვეშ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა. მანამდე საჯარიმო სროლით კუპატაძეს გათანაბრება შეეძლო, თუმცა აუცდა და დოლბაძემ მოხსნით ჰიუნდაელთა დაწინაურების შანსი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ 73:71 (სტატისტიკა) – ორბი ბრინჯაოს პრიზიორია. ორბში 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ოთო ჭინჭარაულს ჰქონდა. აქედან ჩანს, რომ ორბის წევრებმა მართლაც გუნდურად ითამაშეს, რადგან ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ჰიუნდაიში 16 ქულით ნიკოლოზ კუპატაძე გამოირჩა, ხოლო იოანე თვალაბეიშვილს 15 ქულა ჰქონდა.
მატჩის შემდეგ ბრინჯაოს პრიზიორები მედლებითა და შესაბამისი სიგელით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
GBF.GE
What's Your Reaction?






