ქართული რაგბის სულის ჩამდგმელი გივი მრელაშვილი გარდაიცვალა
87 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი თაობის გამოჩენილი ქართველი მორაგბე, რაგბის კავშირის დამაარსებელი, სპორტის ოსტატი, საკავშირო...

1961 წლის 1 დეკემბერს თბილისში სწორედ გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირის წინამორბედი – რეგბის (როგორც მაშინ ერქვა) საქალაქო სექცია. მისი უშუალო მეცადინეობით დაარსდა რამდენიმე სარაგბო გუნდი, რომლებმაც იმ შორეულ წლებში პირველად ორგანიზებულ ტურნირში ითამაშეს კიდეც.
გივი მრელაშვილი გამორჩეული, ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებული პიროვნება იყო. ის გახლდათ ბრწყინვალე ორგანიზატორი, კრეატიული, შრომისმოყვარე, საქმისადმი ერთგული, უაღრესად განათლებული და პატრიოტი ადამიანი. ბატონი გივი არა მარტო რაგბის, არამედ სამშობლოს, ოჯახის და ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა მორაგბეებს. სწორედ ამ სულისკვეთებით აღზარდა მან მორაგბეების არაერთი თაობა.
რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს გივი მრელაშვილის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.
პანაშვიდი - 9 ივნისი, 16:00-დან, მ. წინამძღვრიშვილის #17 (ვორონცოვი)
გასვენება - 10 ივნისი, 12:00 - 14:00, ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
RUGBY.GE
What's Your Reaction?






