საქართველო - საფრანგეთი | მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას...

აპრ. 16, 2025 - 21:27
 0
საქართველო - საფრანგეთი | მეინ რაუნდის დასკვნითი მატჩი
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას 16 აპრილს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს, საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში 15 აპრილს, მატჩის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო - საფრანგეთის მატჩი 16 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით მოიპოვა.

NAKREBI.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow