ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის პაექრობა გრძელდება. ამჯერად თოფურიამ თქვა, რომ მედიასთან ნათქვამი პირობა სწორედ მან შეასრულა და არა მახაჩევმა:
ისლამმა განაცხადა, რომ დივიზიონის ქამარს არ დათმობდა. მე მსუბუქ წონაში იმისთვის არ გადავედი, რომ ვინმეს რაღაც ვთხოვო – გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ.
მითხარით, ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? როდესაც ქამარს მოვიპოვებ, მას შეუძლია, რიგში ჩადგეს. ეს რიგი საკმაოდ გრძელია.
- თქვა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია მსუბუქ წონაში პირველ ბრძოლას პირდაპირ ქამრის მოსაპოვებლად გამართავს, მისი მეტოქე კი ჩარლზ ოლივეირა იქნება.