ლიონელ მესიმ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუსთან პაექრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-15 წლით ასეთი დუელის შედგენა პატივისცემას იმსახურებს.
ეს წლები ყველასთვის კარგი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. ამბობენ, რომ აქ მოხვედრა ადვილია, თუმცა ადგილის შენარჩუნებაა რთული, რაც ჩვენ 10-15 წლის განმავლობაში გავაკეთეთ.
ჩვენ ერთმანეთს საწვავს ვაძლევდით, რადგან ორივე კონკურენტუნარიანები ვართ. კრიშტიანუს სურდა, რომ ყველაფერი მოეგო. იმისთვის, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდით, პატივისცემას ვიმსახურებთ. ეს ბრძოლა ყველას მოგონებაში დარჩება.
- თქვა მესიმ.