"ჩემი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება" - დანიელ კარვახალი

რეალის ვეტერანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მაი. 18, 2025 - 17:57
 0
"ჩემი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება" - დანიელ კარვახალი
მადრიდის რეალში ახალი სეზონისთვის დიდი წმენდა იგეგმება. როგორც იწერება, გუნდი რამდენიმე ასაკოვანმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

ასეთი სიის ერთ-ერთი მონაწილე დანიელ კარვახალი გახლავთ, რომელმაც თავადვე აღნიშნა, რომ მისი სპორტული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

არ მინდა ასე იყოს, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ - ჩემი სპორტული კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

- ამბობს კარვახალი, რომელსაც რეალის ბოლო წლების წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

საქმე ისაა, რომ ესპანელ მცველს გულის პრობლემები აქვს გადატანილი და სავარაუდოდ, მისი ეს განცხადებას ამას უნდა ეხებოდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow