ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს აჯობა - დვალიშვილის მორიგი აღიარება

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მორიგი ისტორიული ნაბიჯი გადადგა შერეულ ორთაბრძოლებში. UFC-ის მიერ განახლებულ...

ივნ. 10, 2025 - 12:27
 0
ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს აჯობა - დვალიშვილის მორიგი აღიარება
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მორიგი ისტორიული ნაბიჯი გადადგა შერეულ ორთაბრძოლებში. UFC-ის მიერ განახლებულ Pound-for-Pound (P4P) რეიტინგში დვალიშვილმა ორი პოზიციით წინ წაიწია და ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი უკავია.

ამ შედეგით მერაბმა გადაასწრო ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურას, ლეგენდარულ ჯონ ჯონსს — სპორტსმენს, რომელიც წლების განმავლობაში პირველობას არავის უთმობდა და რომელსაც MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, P4P რეიტინგის ხუთეულში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაცაა.

1. ისლამ მახაჩევი
2. მერაბ დვალიშილი
3. ჯონ ჯონსი
4. ილია თოფურია
5. დრიკუს დუ პლესი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow