MEGOBARI Act-მდე: ოცნების იმედები, მოლოდინები და უარყოფები

2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება “ქართული ოცნების” ლიდერებს იმედით აღავსო: თითქოს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობები გადაწყდებოდა, ხოლო კონგრესში ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, გაქრებოდა. მმართველ პარტიაში ღიად საუბრობდნენ ღირებულებით თანხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან და იმაზე, რომ აშშ-ის საგარეო კურსი საქართველოს მიმართ შეიცვლებოდა. „დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე […]

მაი. 6, 2025 - 17:57
 0
MEGOBARI Act-მდე: ოცნების იმედები, მოლოდინები და უარყოფები

2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ს გამარჯვება “ქართული ოცნების” ლიდერებს იმედით აღავსო: თითქოს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობები გადაწყდებოდა, ხოლო კონგრესში ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, გაქრებოდა. მმართველ პარტიაში ღიად საუბრობდნენ ღირებულებით თანხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან და იმაზე, რომ -ის საგარეო კურსი საქართველოს მიმართ შეიცვლებოდა.
„დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება”, – აცხადებდა 2025 წლის 25 იანვარს.
„ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება”, – ამბობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა”, – წინასწარმეტყველებდა ტრამპის ინაუგურაციამდე.
„ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან”, – დასძენა მ 2025 წლის 23 იანვარს.
ნინო წილოსანიც იმედიანად იყო განწყობილი: „ქართული ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკის თანხვედრა ჩვენს საერთო ინტერესებში დიდ პროგრესს მოიტანს, ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა”, – განაცხადა მან 2024 წლის 6 ნოემბერს.
ტრამპის ადმინისტრაციის შემოსვლიდან რამდენიმე თვეში კონგრესში კვლავ წამოიწია MEGOBARI Act-მა. კანონპროექტის დაინიცირებას მმართველ გუნდში სწრაფად მოჰყვა სკეპტიციზმი და დისკრედიტაციის მცდელობა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აქტს რეალური ძალა არ ჰქონდა, ის მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურებოდა, ან საერთოდაც – “დიფ სთეითის” პროდუქტად აღიქმებოდა.
“ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს“, – თქვა მ MEGOBARI Act-ის ინიციატორებზე 2025 წლის 11 მარტს.
„პროცედურას რომ გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს”, – ასე აფასებდა ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას მარტში.
პაატა სალიაც ამბობდა, რომ საკითხი ჯერ არ გადაწყდებოდა: „ერთ-ერთ კომიტეტზე მხარდაჭერილმა აქტმა უნდა გაიაროს ასევე სხვა კომიტეტები, უნდა გაიაროს სენატი, კონგრესი და ბატონი ტრამპის ხელმოწერაც. მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მოხდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება.”
არასერიოზულობის განცდა სხვებმაც გაიმეორეს:
„სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო”, – ნიკოლოზ სამხარაძე.
„ეს აქტი დარჩება აქტად, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის არ იქნება ხელის შემშლელი“, – .
„აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“ ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს”, – ლევან მახაშვილი.
და საბოლოოდ, როცა მეგობარი აქტი რეალურად დაწინაურდა, პარტიის ოფიციალურ პოზიციად მაინც სკეპტიციზმი და იმედგაცრუება დარჩა:
„კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა.”, – აცხადებდა პარტიის პოლიტსაბჭო 2024 წლის 21 მაისს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow