Reuters – რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თურქეთისა და სირიის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა […]


რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თურქეთისა და სირიის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს.
What's Your Reaction?






