VIDEO: აბუაშვილის აღიარება - ქართველი ევროპაზე ნომინანტებს შორისაა

VIDEO: აბუაშვილის აღიარება - ქართველი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ნომინანტებს შორისაა

ივნ. 17, 2025 - 18:56
 0
VIDEO: აბუაშვილის აღიარება - ქართველი ევროპაზე ნომინანტებს შორისაა

უეფამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო გოლის ავტორის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ნომინაციაში წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი გიორგი აბუაშვილიც, რომელმაც თავი საფრანგეთის წინააღმდეგ, ტექნიკურად შესრულებული ლამაზი დარტყმით გამოიჩინა.

ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელმა თავი 76-ე წუთზე გამოიჩინა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა.

აბუაშვილის გოლთან ერთად, ნომინანტთა სიაში მოხვდნენ ევროპის წამყვანი ნაკრების წარმომადგენლები.

მათ შორისაა პორტუგალიის ეროვნული გუნდის ვინგერი ჯოვანი კენდა, რომელიც საქართველოსთან დღევანდელ დაპირისპირებაში შეეცდება საკუთარი გუნდის წარმატებული სვლის გაგრძელებას.

ფანებს უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ ხმის მიცემაში, რომელიც უეფას ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow