ჯეიდონ სანჩო ნაპოლიში? - რა გეგმები აქვს იტალიურ კლუბს

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედიდან ჯეიდონ სანჩოს დამატება სკუდეტოს მოქმედ მფლობელ ნაპოლის სურს

ივნ. 17, 2025 - 18:57
 0
ჯეიდონ სანჩო ნაპოლიში? - რა გეგმები აქვს იტალიურ კლუბს
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედიდან ჯეიდონ სანჩოს დამატება სკუდეტოს მოქმედ მფლობელ ნაპოლის სურს.

აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც ახლახანს მანჩესტერ სიტიდან კევინ დე ბრუინი დაიმატა, გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს, რათა ჩემპიონის სტატუსი მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნოს.

თავის მხრივ, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ სანჩოს იუნაიტედში დარჩენა არ სურს. ინგლისელმა ფეხბურთელმა წინა სეზონი ჩელსიში გაატარა და ყველა ტურნირზე თავი 15 საგოლე მოქმედებას მოუყარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow