"ბევრმა არასწორად შეაფასა თავიდან მისი უნარები" - გიორგი ქოჩორაშვილის ბავშვობის მწვრთნელი

გიორგი ჭელიძის კომენტარი ქოჩორაზე, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ბავშვობის მწვრთნელი გახლავთ

ივნ. 17, 2025 - 18:57
 0
"ბევრმა არასწორად შეაფასა თავიდან მისი უნარები" - გიორგი ქოჩორაშვილის ბავშვობის მწვრთნელი
პორტუგალიურ მედიაში, კერძოდ A BOLA-ს გვერდებზე ვრცელდება გიორგი ჭელიძის კომენტარი ქოჩორაზე, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ბავშვობის მწვრთნელი გახლავთ:

რაც შეეხება გიორგის ბავშვობას, სულ ერთად ვიყავით. ვსაუბრობდით ყოველდღე და ვაანალიზებდით ვარჯიშებსა თუ მატჩებს, რა იყო კარგი და რა იყო გამოსასწორებელი, ასევე - ყოფით საკითხებს მოედნის გარეთ. განვიხილავდით პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრების წესს, წარმატების მისაღწევად დასვენებისა თუ დისციპლინის მნიშვნელობას.

არ მახსენდება შემთხვევა, მისთვის შენიშვნის მიცემა დამჭირვებოდეს. ის ამის საფუძველს არასდროს არავის აძლევდა. დისციპლინამ, თავდადებამ და მიზანდასახულობამ ის პატარა ასაკიდანვე აქცია დიდ ფეხბურთელად. მცირე ასაკისა და პატარა აღნაგობის მიუხედავად, ის მოედანზე ბრწყინვალე უნარებს ავლენდა, როგორც ბურთით, ისე - უბურთოდ. გამორჩეული იყო მისი სათამაშო ინტელექტი. ის ფლობდა იშვიათ უნარს, წინასწარ განეჭვრიტა სათამაშო მომენტი და ამით გამოირჩეოდა თანატოლებისგან.

იყო დრო, როდესაც ამბობდნენ, რომ სუსტი აღნაგობის გამო, გიორგის ფეხბურთში წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა. ამ გადმოსახედიდან კი, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვინც თავის დროზე ეჭვის თვალით უყურებდა ქოჩორაშვილს, დღეს ნანობს თავისი შეფასებების გამო.

- თქვა გიორგი ჭელიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ მწვრთნელს გიორგი ქოჩორაშვილთან შეხება იბერიაში, ანუ ძველ საბურთალოში ჰქონდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow