VIDEO: ევერტონის ფანები გიორგი მამარდაშვილს შეცდომის გამო დასცინიან
ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც „ლივერპული“ „მილანთან“ 4:2 დამარცხდა, მთავარი ყურადღება გიორგი მამარდაშვილზე გადაერთო...

ლივერპულის ქომაგების რეაქცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – მათ ქართველი მეკარე სოციალურ ქსელებში გაამხნევეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. გულშემატკივრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური თამაში იყო და შეცდომა ნებისმიერ კიპერს შეიძლება მოუვიდეს.
სხვაგვარად იყო საქმე ევერტონის ფანების ბანაკში – სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთმა პოპულარულმა ფან გვერდმა ირონიული პოსტი გამოაქვეყნა: „ქალბატონებო და ბატონებო, ლივერპულის ახალი მეკარე – გიორგი ონანა მამარდაშვილი“. პოსტს, როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი ქილიკიანი კომენტარი მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, გიორგი მამარდაშვილმა უკვე არა ერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ კრიტიკა მის მოტივაციას არ ანელებს. პირიქით – მას ენერგიას აძლევს. სწორედ ასეთი მომენტები ქმნის ძლიერ სპორტსმენებს და ცხადია, ქართველი მეკარეც მალე დაამტკიცებს, რომ ერთი შეცდომა ვერაფერს ცვლის მის პროფესიონალიზმსა და კლასთან მიმართებით.
What's Your Reaction?






