VIDEO: თორნიკე შენგელიას გამარჯვების ბურთი და MVP-ის ტიტული
თორნიკე შენგელიას მორიგი სუპერმატჩი იტალიის სერია A-ს პლეი ოფში. ზედიზედ მეორედ, ქართველი ფორვარდის ჩაგდებული ბურთით...

შენგელიამ მთლიანობაში 20 წუთი ითამაშა და 18 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა შესაშური მიზანი გამოავლინა და მთლიანობაში მხოლოდ ერთი ორქულიანი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
საბოლოოდ შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა და ის ამ შედეგით მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შესაბამისად, თორო მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი დამსახურებით ვირტუსი ჯერ პლეი ოფში დარჩა და ახლა უკვე ნახევარფინალურ სერიას 1:0 იგებს. მომდევნო მატჩი კვლავ ბოლონიაში – 2 ივნისს გაიმართება.
GBF.GE
What's Your Reaction?






