VIDEO: "ილიამ მესამე ქამრისთვისაც უნდა იჩხუბოს" - ალექსანდრე თოფურიას საუკეთესო სცენარი
"ილიამ მესამე ქამრისთვისაც უნდა იჩხუბოს" - ალექსანდრე თოფურიას საუკეთესო სცენარი

"ილიასთვის შესანიშნავი სცენარი იქნება, თუ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში მოიგებს ქამარს. ამის შემდეგ კი ილია სწორედ მესამე ქამრისთვის იბრძოლებს"
– განაცხადა ალექსანდრემ.
აღსანიშნავია, რომ თავად ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში ჩემპიონობა უკვე მოიპოვა. თუმცა იმისთვის, რომ ისლამ მახაჩევისთვის შეხვედროდა, ილიამ მსუბუქი წონის ქამარი დათმო და წონითი კატეგორიაც შეიცვალა. თავის მხრივ, მახაჩევი აცხადებდა, რომ თოფურიასთან დუელამდე კიდევ ერთი ბრძოლა უნდა გაემართა მსუბუქ წონაში. თუმცა როგორც კი აღნიშნული ჩხუბის ორგანიზებაზე საუბარი დაიწყო, ისლამმა უარი თქვა წონის შენარჩუნებაზე და ქამარიც დათმო.
ამ დროისთვის ილია თოფურია კვლავაც აქტიურად ემზადება, ხოლო მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის მისი მთავარი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.
"მატადორი" UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ხდება. თუ ის მართლაც შეძლებს, რომ კარიერაში მესამე წონით კატეგორიაში ქამრისთვის იბრძოლოს და მოიგოს კიდეც, ის მარადიულად ჩაეწერება ამ სპორტის ლეგენდებში.
What's Your Reaction?






