მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იყო, მაგრამ ალონსოს გეგმებში არ შედის
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩის 12-წლიანი ეპოქა მადრიდის "რეალში" შესაძლოა მიმდინარე ზაფხულით...

როგორც წყარო იტყობინება, მოდრიჩი მზად იყო ხელფასის შემცირებაზეც, რათა "რეალში" დარჩენის შანსი ჰქონოდა, თუმცა კლუბის მომავალ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, საკუთარი გეგმა აქვს — ის გუნდის გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული და 39 წლის ნახევარმცველი მის ხედვებში არ ჯდება.
გარდა უამრავი ტიტულებისა, რომელიც მოდრიჩმა სამეფო კლუბში მოიგო, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მაღალგანვითარებულ ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, რომელმაც კლუბის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა დააგვირგვინა.
What's Your Reaction?






