განშორება მრავალწლიანი ერთგულების შემდეგ - ვასკესი "რეალს" ტოვებს
განშორება მრავალწლიანი ერთგულების შემდეგ - ვასკესი მადრიდის "რეალს" ტოვებს

33 წლის ლუკას ვასკესი, 2025 წლის ზაფხულში "თეთრებს" დაემშვიდობება. ინფორმაცია ფეხბურთელის წასვლის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მეშვეობით გავრცელდა. მისივე ცნობით, ვასკესი კლუბს მხოლოდ ივნისში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეღა დაეხმარება, რომელიც მისთვის მადრიდელებთან ერთად ჩატარებული ბოლო ტურნირი იქნება.
ვასკესის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხოლო კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მოთამაშე, რომელიც თითქმის ათწლეულს ატარებდა ბერნაბეუზე, კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.
2024-25 წლების სეზონში, ვასკესმა ჯამში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლის განმავლობაშიც 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. იგი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა — როგორც მცველის, ისე გარემარბის პოზიციებზე.
ლუკას ვასკესი "რეალის" აკადემიის აღზრდილია. კარიერის ადრეულ ეტაპზე მან გარკვეული პერიოდი "ესპანიოლში" იჯარით ითამაშა, თუმცა 2015 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ სამეფო კლუბის ერთგული ფეხბურთელი გახდა. ამ წლების განმავლობაში მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ოთხჯერ), ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა ტიტულები.
What's Your Reaction?






