"მას ეს თვისება გამოარჩევს, ნამდვილი საჩუქარია!" - ხვიჩა კვარაცხელიას შექება თანაგუნდელს

"მას ეს თვისება გამოარჩევს, ნამდვილი საჩუქარია!" - ხვიჩა კვარაცხელიას შექება თანაგუნდელს

მაი. 21, 2025 - 18:27
 0
"მას ეს თვისება გამოარჩევს, ნამდვილი საჩუქარია!" - ხვიჩა კვარაცხელიას შექება თანაგუნდელს
საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ფრანგულ პრესასთან საუბარში თანაგუნდელი დეზირე დუე შეაქო და მისი უნარები განსაკუთრებულად შეაფასა.

"პსჟ-ის შემტევების ინდივიდუალური თვისებები ძალიან მეხმარება, რადგან ისინი ბევრ შანსს ქმნიან. ასეთი ნიჭიერი და სწრაფი მოთამაშეების ყოლა, რომლებსაც არაფრისგან შეუძლიათ გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, ნამდვილად დასაფასებელია.

გუნდში კონკურენცია ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად ერთმანეთის თანადგომაზე ვართ ორიენტირებულნი. როდესაც შენს გარშემო მაღალი დონის მოთამაშეები არიან, ბუნებრივია, რომ ცდილობ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენო.

დეზირე დუეს გამორჩეულად თავდაჯერებულობა გამოარჩევს. ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ფეხბურთისთვის ნამდვილი საჩუქარია და ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ის სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, თამაშის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ყველას სჯერა მისი ნიჭის. ჩვენ ბევრი ხარისხიანი თავდამსხმელი გვყავს, სწორედ ეს გვაქცევს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად"
- ამბობს კვარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow