“ადგილობრივ არჩევნებზე ვინც წახვალთ, ხალხო, შეგიძლიათ პირდაპირ ბიძინას მისცეთ ხმა” – ქეთევან ენუქიძე
შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე: 2025-ის მეორეხარისხოვან არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც სხვა პარტიის ლიდერები დააკავეს, შენ კი ფული გადაიხადე, თან იმ არგუმენტით, რომ დავიქცევით, ამას თუ არ იზამ, არის უკიდურესად ეკლექტური ქმედება და მოიცავს ბევრ ცუდ თვისებას – ღალატიდან თვალთმაქცობამდე. მე არ მიკვირს… ის უფრო მიკვირს, ბიძინას რაღატომ ერჩის ეს ხალხი. რა განსხვავებაა მათ შორის? ჩემთვის […]


შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
2025-ის მეორეხარისხოვან არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც სხვა პარტიის ლიდერები დააკავეს, შენ კი ფული გადაიხადე, თან იმ არგუმენტით, რომ დავიქცევით, ამას თუ არ იზამ, არის უკიდურესად ეკლექტური ქმედება და მოიცავს ბევრ ცუდ თვისებას – ღალატიდან თვალთმაქცობამდე.მე არ მიკვირს…ის უფრო მიკვირს, ბიძინას რაღატომ ერჩის ეს ხალხი.რა განსხვავებაა მათ შორის?ჩემთვის ორივე არასანდოა.ვისაც იმედი აქვს, რომ ბიძინასთან არჩევნებში შეყოლით პატიმრებს დაიხსნის, იმას მინიმუმ რუსეთთან მოლაპარაკების პერსპექტივაც მისაღებად უნდა მიაჩნდეს. განსხვავება მასშტაბებშია.რა ვიცი, აბა…არ მიყვარს პერსონალურად ვინმეს ხსენება, მაგრამ 2025-ის არჩევნებზე ვინც წახვალთ, ხალხო, შეგიძლიათ პირდაპირ ბიძინას მისცეთ ხმა, რადგან ერთს მივხვდი: დღეს-ხვალ ბიძინა დამთავრდება, მაგრამ ეხლა ვინც ემზადება ზემოთ ასაცოცებლად – ღალატით, ქვეშქვეშურად და გოთვერნულად, მერე იმასთან მოგვიწევს ბრძოლა მომდევნო 10 წელი…ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ…
სოლიდარობა ვაჟკაცობას, ღირსებას, თავმოყვარეობას – პოლიტიკაშიც და პოლიტიკის მიღმაც!თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
What's Your Reaction?






