"აითაჯის დედა წავიდა და შვილი ამოიცნო" - რას ჰყვება ბიძა 21 წლის გოგონაზე, რომლის ცხედარი მტკვარში იპოვნეს
თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილისა და მისი მგზავრების ძებნისას მაშველებმა უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.შსს-ის თანახმად, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს და სწორედ ამის შემდეგ დაწყებული ძებნის ფარგლებში იპოვეს ქალის ცხედარი.ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აითაჯ მამადოვას ეკუთვნის, რომელიც 45 დღის წინ გაუჩინარდა.აითაჯ მამადოვას ბიძა კომენტარს აკეთებს:"აითაჯი ორთაჭალაში იპოვეს, მტკვარში. 14 მაისს პოლიციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, მტკვარში ცხედარი იპოვეს, მობრძანდით და ნახეთ, თქვენია თუ არაო. აითაჯის დედა წავიდა და შვილი ამოიცნო. მე ადგილზე არ ვყოფილვარ...არანაირი პრეტენზია არავისთან არ გვაქვს, ვისაც რა შეეძლო, გააკეთა, დიდხანს ეძებდნენ, ვეძებდით ჩვენი ძალებითაც. აქამდე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გოგონა რატომ გადახტა, თუ გადავარდა წყალში, ვიცით ის, რომ დაბადების დღეზე იყო. ჯერ არაფერია ცნობილი, არავინ არაფერს გვეუბნება. ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგენს".

შსს-ის თანახმად, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს და სწორედ ამის შემდეგ დაწყებული ძებნის ფარგლებში იპოვეს ქალის ცხედარი.
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრს, 21 წლის აითაჯ მამადოვას ეკუთვნის, რომელიც 45 დღის წინ გაუჩინარდა.
აითაჯ მამადოვას ბიძა კომენტარს აკეთებს:
"აითაჯი ორთაჭალაში იპოვეს, მტკვარში. 14 მაისს პოლიციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, მტკვარში ცხედარი იპოვეს, მობრძანდით და ნახეთ, თქვენია თუ არაო. აითაჯის დედა წავიდა და შვილი ამოიცნო. მე ადგილზე არ ვყოფილვარ...
არანაირი პრეტენზია არავისთან არ გვაქვს, ვისაც რა შეეძლო, გააკეთა, დიდხანს ეძებდნენ, ვეძებდით ჩვენი ძალებითაც. აქამდე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გოგონა რატომ გადახტა, თუ გადავარდა წყალში, ვიცით ის, რომ დაბადების დღეზე იყო. ჯერ არაფერია ცნობილი, არავინ არაფერს გვეუბნება. ალბათ ყველაფერს გამოძიება დაადგენს".
What's Your Reaction?






