ალექსანდრ ვუჩიჩი ჰოსპიტალში მოათავსეს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს. აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.

მაი. 3, 2025 - 18:57
 0
ალექსანდრ ვუჩიჩი ჰოსპიტალში მოათავსეს

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow