ალვარო კარერასი რეალ მადრიდის ფეხბურთელია - ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაჯდა

22 წლის ესპანელი მარცხენა მცველი, ალვარო კარერასი, მადრიდის „რეალის“ ახალი ფეხბურთელია. ტრანსფერი ოფიციალურად „სამეფო კლუბმა“ დაადასტურა...

ივლ. 15, 2025 - 12:27
 0
ალვარო კარერასი რეალ მადრიდის ფეხბურთელია - ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაჯდა
22 წლის ესპანელი მარცხენა მცველი, ალვარო კარერასი, მადრიდის „რეალის“ ახალი ფეხბურთელია. ტრანსფერი ოფიციალურად „სამეფო კლუბმა“ დაადასტურა და ფეხბურთელი ლისაბონის „ბენფიკადან“ დაიმატა.

პორტუგალიური კლუბი კარერასისთვის 50 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია ამ პოზიციაზე. ფეხბურთელს „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ალვარო კარერასს სამეფო კლუბი უახლოეს დღეებში წარადგენს. საინტერესოა, რომ ის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში 2017-2020 წლებში გამოდიოდა, საიდანაც შემდეგ „მანჩესტერში“ გადავიდა.

გასულ სეზონში კარერასმა „ბენფიკას“ რიგებში 52 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow