ალისონი ლივერპულში რჩება? - რა მოხდება მამარდას მერსისაიდში გადასვლის შემდეგ
ალისონი ლივერპულში რჩება? - რა მოხდება მამარდაშვილის მერსისაიდში გადასვლის შემდეგ

ჩემპიონობის დღესასწაულის ფონზე კლუბის ირლანდიელმა მეკარემ, კივინ კელეჰერმა, მედიასთან საკმაოდ პირდაპირი კომენტარი გააკეთა:
"ვფიქრობ, რომ პირველი ნომერი ვარ და საკმარისად კარგი ვარ იმისთვის, რომ კვირიდან კვირამდე ვითამაშო. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო სეზონში."
- კელეჰერი
კელეჰერის სიტყვები ფაქტობრივად ადასტურებს მის გარდაუვალ ტრანსფერს — ირლანდიელი მეკარე ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს. 26 წლის გოლკიპერის მიმართ უკვე გამოთქვეს ინტერესი რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა, რომლებიც მთავარი მეკარის პოზიციას ეძებენ.
რაც შეეხება ბრაზილიელ ალისონ ბეკერს, მიმდინარე ინფორმაციით, კლუბის გეგმებში ცვლილება არ იგეგმება — ის ლივერპულის ძირითადი მეკარედ დარჩება.
ფანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ის ფაქტი, რომ გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში "ლივერპულს" შეუერთდება. ქართველი მეკარე დიდი ალბათობით ალისონის მთავარი კონკურენტი გახდება.
"ლივერპულში" მეკარის პოზიციაზე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი — მამარდაშვილი, როგორც ჩანს, სერიოზული როლისთვის ემზადება.
What's Your Reaction?






