“ამ ვიდეოს ვიღებ ერთ-ერთ ცნობილ ეკლესიაში, ჩემს თვალწინ გოგო ცრემლიანი ანთებდა სანთელს და...." - მამა შალვას კომენტარი სკანდალურ კადრებზე
სოციალურ ქსელში ადამიანები წერენ, რომ სანთელი სანამ ჩაიწვება, მესანთლე მანამდე აქრობს დანთებულ სანთელს, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს.“ჩემს თვალწინ გოგო ცრემლიანი ანთებდა სანთელს და გატრიალდა თუ არა მოვიდა ქალბატონი და ამოძრო ის სანთელი, ძალიან გავბრაზდი, ჩემს სანთლებს ვყარაულობდი, რომ არავის არ მოეხსნა. და ამ ქალბატონმა მოგლიჯა და ჩააქრო, ვეუბნებოდი, გამატანე სახლში და სახლში მაინც დავანთებ მეთქი.” - ამბობს გოგონა ვიდეოში.ამ თემასთან დაკავშირებით კვირის პალიტრა მამა შალვა კეკელიას დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.“პირველ რიგში, სანთელი არის შესაწირი, როცა სანთელს ვყიდულობთ, ეს არის შესაწირი ეკლესიის მიმართ. ძირითადი დანიშნულებაა ესაა რომ ადამიანი ეკლესიას გარკვეულ თანხას სწირავს.თვითონ სანთელი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სიმბოლოა ადამიანისა, როგორც სანთელი იწვის როგორც სანთელი იწვის ადამიანსა და ხატს შორის, შენც ზუსტად ასე უნდა დაიწვა და ყველა ადამიანისთვის. და შეძლო დაიხარჯო სხვა ადამიანისთვის, რა რაოდენობით დაიწვება ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეც როცა დილის ლოცვას ვკითხულობ ხან ვაქრობ ხან ვანთებ.ბოლომდე დაიწვება თუ არ დაიწვება ამას დიდი მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს.”- ამბობს მამა შალვა კეკელია.

“ჩემს თვალწინ გოგო ცრემლიანი ანთებდა სანთელს და გატრიალდა თუ არა მოვიდა ქალბატონი და ამოძრო ის სანთელი, ძალიან გავბრაზდი, ჩემს სანთლებს ვყარაულობდი, რომ არავის არ მოეხსნა. და ამ ქალბატონმა მოგლიჯა და ჩააქრო, ვეუბნებოდი, გამატანე სახლში და სახლში მაინც დავანთებ მეთქი.” - ამბობს გოგონა ვიდეოში.
ამ თემასთან დაკავშირებით კვირის პალიტრა მამა შალვა კეკელიას დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.
“პირველ რიგში, სანთელი არის შესაწირი, როცა სანთელს ვყიდულობთ, ეს არის შესაწირი ეკლესიის მიმართ. ძირითადი დანიშნულებაა ესაა რომ ადამიანი ეკლესიას გარკვეულ თანხას სწირავს.
თვითონ სანთელი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სიმბოლოა ადამიანისა, როგორც სანთელი იწვის როგორც სანთელი იწვის ადამიანსა და ხატს შორის, შენც ზუსტად ასე უნდა დაიწვა და ყველა ადამიანისთვის. და შეძლო დაიხარჯო სხვა ადამიანისთვის, რა რაოდენობით დაიწვება ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეც როცა დილის ლოცვას ვკითხულობ ხან ვაქრობ ხან ვანთებ.
ბოლომდე დაიწვება თუ არ დაიწვება ამას დიდი მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს.”- ამბობს მამა შალვა კეკელია.
What's Your Reaction?






