"ამ მიზეზის გამო ილიას უმარტივესად დავამარცხებ" - არმან ცარუკიანი

UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლი არმან ცარუკიანი თვლის, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა მისთვის ნაკლებად რთული იქნება..

ივლ. 3, 2025 - 14:57
 0
"ამ მიზეზის გამო ილიას უმარტივესად დავამარცხებ" - არმან ცარუკიანი
UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლი არმან ცარუკიანი თვლის, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა მისთვის ნაკლებად რთული იქნება, ვიდრე ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირება. დენიელ კორმიესთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თოფურია ძლიერ მოჭიდავეს ჯერ არ დაპირისპირებია და სწორედ ამიტომ არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს.

თოფურია აუცილებლად დავამარცხებ. ოლივეირასთან მალე გადაიწვა, ჩემნაირი მოჭიდავე კი საერთოდ არ ჰყოლია მოწინააღმდეგედ. ილია რეიტინგში უკან დაბრუნდება — ისევ მე-15 ადგილზე აღმოჩნდება,“ – განაცხადა ცარუკიანმა.

მისივე თქმით, თოფურიას წინააღმდეგ ბრძოლა ნაკლები რისკის მატარებელია, რადგან მეტოქე არ ცდილობს გაგუდვას, რაც შერკინებას უფრო პროგნოზირებადს ხდის: „ის შეგიძლია ათასჯერ დაანარცხო ძირს და გაგუდვით მაინც ვერ გემუქრება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ცოტა ხნის წინ ლას ვეგასში, UFC 317-ის ეგიდით გამართულ შერკინებაში ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონობის ქამრები მოიპოვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow