,, ამ პროცესს ვინც ვერ ხედავს უბრალოდ ბეცია” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,რა უნდა ქოცნებას ამ არჩევნებში: ქოცნებას არ უნდა 90–95%–ის აღება. ამას პუტინიც კი არ კადრულობს. მისი ედინაია რასია სადღაც 50%–ის ფარგლებში იღებსხოლმე არჩევნებზე და დანარჩენი პარტიებიც ხომ ისედაც სულ მისია. პუტინმაც კი იცის, რომ ფორმალურად 90%–ის დაწერა ტეხავს, როცა ისედაც სულ შენია მთელი ძალაუფლება. ისედაც არალეგიტიმურ ქოცს 90%–იანი შედეგი და […] The post ,, ამ პროცესს ვინც ვერ ხედავს უბრალოდ ბეცია” – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .

ივნ. 11, 2025 - 00:57
 0
,, ამ პროცესს ვინც ვერ ხედავს უბრალოდ ბეცია” – ნინო ჯანგირაშვილი

,,კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

,,რა უნდა ქოცნებას ამ არჩევნებში:

ქოცნებას არ უნდა 90–95%–ის აღება. ამას პუტინიც კი არ კადრულობს. მისი ედინაია რასია სადღაც 50%–ის ფარგლებში იღებსხოლმე არჩევნებზე და დანარჩენი პარტიებიც ხომ ისედაც სულ მისია. პუტინმაც კი იცის, რომ ფორმალურად 90%–ის დაწერა ტეხავს, როცა ისედაც სულ შენია მთელი ძალაუფლება. ისედაც არალეგიტიმურ ქოცს 90%–იანი შედეგი და არჩევნების ბოიკოტი ძირითადი ოპოზიციური პარტიების და საპროტესტო ამომრჩევლის მხრიდან საბოლოოდ გააფარჩაკებს. კრიზისს შეუქცევადს გახდის და ყველას დაანახებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქოცი საბოლოოდ ჩალპა.

ქოცნებას უნდა დაიწეროს სადღაც 70–75% მაქსიმუმ ადგილობრივ არჩევნებში. ეს ძლევამოსილების სადემონსტრაციოდ საკმარისია. ოღონდ პრობლემა აქვს იმაში, რომ დანარჩენი 25% ვის დაუწეროს არ იცის. თუ გახარია და ლელო არჩევნებში არ შევლენ, ფიზიკურად არ რჩება ისეთი პარტიები, ვისაც 25%–ს მაინც გადაუნაწილებს ისე, რომ ძალიან სასაცილო არ გამოჩნდეს. გირჩი და ალტინფო ვერ ყოფნის. ვერ მოახერხებს ოდნავ მაინც კონკურენტუნარიანი არჩევნების იმიტაცია გაითამაშოს. რაში ჭირდება? ისედაც ხომ მშვენივრად არის და რა პრობლემა აქვს? დიდი პრობლემა აქვს. დელეგიტიმაცია სპობს ქოცს. ამ პროცესს ვინც ვერ ხედავს უბრალოდ ბეცია. ქოცის დელეგიტიმაცია ბოლო 6 თვეა პროტესტის მთავარი მიზანი იყო და შედეგიც საკმაოდ შთამბეჭდავი გვაქვს.

ლელოს და გახარიას მონაწილეობით ქოცი მოახერხებს ოდნავ მაინც არჩევნებთან მიმსგავსებული პროცესის იმიტაცია გაითამაშოს. ლელო და გახარია საბოლოოდ ალბათ შეძლებენ 7–8%–ის აღებას თითოეული. შეიძლება ოდნავ მეტიც აიღონ. იმდენად დაბალი აქტივობა იქნება, რომ ბოლო არჩევნებში მათ მიერ აღებული ხმების ორი მესამედიც რომ დაკარგონ, და ასე მოხდება აუცილებლად, მაინც მიიღებენ ამ პროცენტს.

არ ვიცი რად უღირთ ამის გაკეთება. არ მინდა კონსპირაციებს შევყვე. მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებში მონაწილეობა დღეს ქოც/რუსის მხარდაჭერაა ფაქტიურად და ვინც ამას გააკეთებს ძალიან დიდ ფასსაც გადაიხდის.”

The post ,, ამ პროცესს ვინც ვერ ხედავს უბრალოდ ბეცია” – ნინო ჯანგირაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow