“ამას უფასოდ, დედა რუსეთისთვის გავაკეთებ” – საბერძნეთში ქართველი ჯაშუშობისთვის დააკავეს – მედია

29 აპრილს საბერძნეთში ჯაშუშობის საქმეზე 59 წლის ქართველი ემიგრანტი დააკავეს. მისი დაკავება ლიეტუვაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, სადაც ამ დროისთვის ასევე დაკავებულია ГРУ-სთან კავშირში მყოფი პირი, რომელიც 59 წლის კაცის გადაბირებაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული პირი ლიეტუვაში ცხოვრობს და კრიმინალური წარსული აქვს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სავარაუდო ჯაშუშის მისია იყო სამიზნეებისა და სტრატეგიული ინტერესის სფეროების გადაღება – ინფორმაცია, რომლის ჩაწერაც […] The post “ამას უფასოდ, დედა რუსეთისთვის გავაკეთებ” – საბერძნეთში ქართველი ჯაშუშობისთვის დააკავეს – მედია appeared first on .

მაი. 1, 2025 - 22:27
 0
“ამას უფასოდ, დედა რუსეთისთვის გავაკეთებ” – საბერძნეთში ქართველი ჯაშუშობისთვის დააკავეს – მედია

29 აპრილს საბერძნეთში ჯაშუშობის საქმეზე 59 წლის ქართველი ემიგრანტი დააკავეს. მისი დაკავება ლიეტუვაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, სადაც ამ დროისთვის ასევე დაკავებულია ГРУ-სთან კავშირში მყოფი პირი, რომელიც 59 წლის კაცის გადაბირებაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნული პირი ლიეტუვაში ცხოვრობს და კრიმინალური წარსული აქვს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სავარაუდო ჯაშუშის მისია იყო სამიზნეებისა და სტრატეგიული ინტერესის სფეროების გადაღება – ინფორმაცია, რომლის ჩაწერაც თანამგზავრის საშუალებით შეუძლებელი იყო. ეს ძირითადად ეხება სამხედრო ტექნიკასა და ტრანსპორტს, რომელიც საბერძნეთის გავლით საბოლოო დანიშნულების ადგილზე უკრაინაში უნდა ჩასულიყო. მის მობილურ ტელეფონში იყო  სამხედრო სატვირთო მანქანების, ჯარების და პორტის გადაადგილების ვიდეოები და ფოტოები, რომლებსაც დაშიფრული აპლიკაციის საშუალებით უგზავნიდა საზღვარგარეთ მყოფ პირს.

როგორც ბერძნული მედია წერს, 59 წლის მამაკაცმა, რომელსაც ძლიერი პრორუსული განწყობები ჰქონდა, თავის „დამქირავებელს“ უთხრა: „მე ფული არ მინდა, გააკეთე და მიეცი რაც გინდა, მე ციმბირში ვმსახურობდი და ამას დედა რუსეთისთვის გავაკეთებ“.

59 წლის მამაკაცი სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგება.

The post “ამას უფასოდ, დედა რუსეთისთვის გავაკეთებ” – საბერძნეთში ქართველი ჯაშუშობისთვის დააკავეს – მედია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow