"ამიტომაც მინდა მესის მსგავსი გავხდე" - ილია თოფურია
UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ლიონელ მესისთან შეხვედრაზე ისაუბრა...

"მინდა, რომ მესის მსგავსი გავხდე. იმის გარდა, რომ ის უდიდესი ლეგენდაა, მესი არის დიდებული ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდეს ასხივებს. ამას ძალიან ვაფასებ.
ვცდილობ, მის ნაბიჯებს მივყვე და ახალი არაფერი მოვიგონო. ეს ადამიანი მსოფლიოში საუკეთესოა, ყველას ინსპირაციას და მოტივაციას აძლევს.
ყოველთვის მინდოდა ორ ადამიანთან შეხვედრა. ერთი მესია, რომელსაც უკვე შევხვდი, მეორე კი მაიკლ ჯორდანი", - განაცხადა ილიამ.
What's Your Reaction?






