"ანგარიში გავათანაბრე" - ჯუდ ბელინგემი ძმის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძმებ ბელინგემებს შორის გოლების რაოდენობით ანგარიში თანაბარია. ჯობმა თავისი ბურთი მამელოდი სანდაუნსის კარში გაიტანა, ჯუდმა კი პაჩუკას კარი აიღო

ივნ. 23, 2025 - 14:27
 0
"ანგარიში გავათანაბრე" - ჯუდ ბელინგემი ძმის მიერ გატანილ გოლს ეხმაურება
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძმებ ბელინგემებს შორის გოლების რაოდენობით ანგარიში თანაბარია. ჯობმა თავისი ბურთი მამელოდი სანდაუნსის კარში გაიტანა, ჯუდმა კი პაჩუკას კარი აიღო.

მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალის ინგლისელმა ნახევარმცველმა ძმასთან ანგარიში გაათანაბრა, მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჩემი ძმის გოლი? - დიახ, რაღაც დოზით გონებაში მქონდა ჯობის ბურთი. ყველა მკიცხავს იმის გამო, რომ ვამბობ, ის ჩემზე უკეთესია თქო, თუმცა ამას არ ვიტყუები. ახლა ანგარიში გოლებით 1-1 გახდა და ვნახოთ თუ ვინ აჯობებს ტურნირის ბოლომდე.

- ამბობს ჯუდი.

ცნობისთვის, დორტმუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ულსან ჰიუნდაისთან გამართავს, რეალი კი ზალცბურგს შეხვდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow