ანჩელოტის გასამართლებელი საბუთი გამოუჩნდა - ვის შეცვლას ითხოვდა კარლო
კარლო ანჩელოტიმ თავის დროზე პერესს თხოვნით მიმართა

ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს, რომ მადრიდელებს თამაშის და ტემპის წარმართვა უჭირთ, რასაც გერმანელი ნახევარმცველი შეუდარებლად ასრულებდა, ახლა კი გუნდში ასეთი არავინაა და შედეგიც შესაბამისია.
რაც შეეხება თავად ანჩელოტის, ის თავის მომავალზე არ ღელავს, თუმცა დღიდან დღემდე უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდულ გრანდს ახალი სეზონიდან ახალი დამრიგებელი ეყოლება.
რეალის ჩაბარების მთავარი ფავორიტი ჩაბი ალონსოა, რომელსაც მიმზიდველი ლევერკუზენი ჰყავს და მის მიმართ ინტერესიც ლოგიკურია. ასევე, იყო იურგენ კლოპის ვარიანტიც, თუმცა რეალში წასვლა თავად კლოპის აგენტმა გამორიცხა.
What's Your Reaction?






