ლივერპული აქტიურობას განაგრძობს - მერსესაიდელები ბორნმუთის მცველს იმატებენ

ინგლისური გრანდი „ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე შეთანხმების შემდეგ...

მაი. 19, 2025 - 17:57
 0
ლივერპული აქტიურობას განაგრძობს - მერსესაიდელები ბორნმუთის მცველს იმატებენ
ინგლისური გრანდი „ლივერპული“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერზე შეთანხმების შემდეგ, გუნდი კიდევ ერთ პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, მერსესაიდული კლუბი ახლოს არის „ბორნმუთის“ მარცხენა მცველის, მილოშ კერკეზის დამატებასთან. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ტრანსფერის განხორციელების სურვილი თავად უნგრელ ფეხბურთელსაც აქვს.

21 წლის კერკეზმა „ბორნმუთის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow