ინვესტორს, რომელიც უყურებს ახალ ამბებს საქართველოზე, არასახარბიელო აზრი ექმნება – ბიზნესმენი
„ინვესტორს, რომელიც უყურებს ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, ლოგიკურია, რომ ქვეყანაზე არასახარბიელო აზრი შეექმნას და ექმნებათ კიდეც“ – საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და იმიჯზე ბიზნესმენმა, კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს გაუცხოება პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, დაძაბული ურთიერთობა აშშ-თან და ასევე, ევროკავშირთან, რომლის კანდიდატი ქვეყანაც ვართ, პოტენციურ ინვესტორებისთვის […]


„ინვესტორს, რომელიც უყურებს ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, ლოგიკურია, რომ ქვეყანაზე არასახარბიელო აზრი შეექმნას და ექმნებათ კიდეც“ – საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და იმიჯზე ბიზნესმენმა, კომპანია “სი ეი ინთერნეიშენალის” გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს გაუცხოება პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, დაძაბული ურთიერთობა აშშ-თან და ასევე, ევროკავშირთან, რომლის კანდიდატი ქვეყანაც ვართ, პოტენციურ ინვესტორებისთვის გაუგებარია.
„ჩვენ კი ვხედავთ, რა სიტუაციაა შიგნით – ხალხის და ხელისუფლების პოზიცია რომ განსხვავებულია, მაგრამ გარედან ერთიანად ჩანს და იქმნება ნეგატიური განწყობა საქართველოზე“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
სანდრო შელია საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა, რომელიც 260-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
BMGTV-ზე სტუმრობისას ბიზნესმენმა ისაუბრა იმ ძირითად ფაქტორებზეც, რომელიც უბიძგებს პოტენციურ ინვესტორებს ჩადონ თუ არა ფული ამა თუ იმ ქვეყანაში.
„ინვესტორისთვის ყველაზე ფუნდამენტური ფაქტორია პოლიტიკური სტაბილურობა და სასამართლო სისტემა ანუ მას სჭირდება გარანტია, რომ პრობლემების შემთხვევაში, დაიცავს თავის ინვესტიციას და [დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს]. თუ ისინი ხედავენ, რომ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა და ფორსმაჟორული სიტუაციები ნაკლებადაა მოსალოდნელი, შემდეგი ძირითადი ფაქტორი, რასაც აქცევენ ყურადღებას, საკანონმდებლო ბაზა ანუ რეგულაციები და საგადასახადო სისტემაა. ისინი აფასებენ, რამდენად შეზღუდული იქნებიან რეგულაციებით – ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებია რეგულაცია, მით უკეთესია ბიზნესისთვის; ასევე, აანალიზებენ რამდენია გადასახადი მოგებაზე, დივიდენდზე და რა შეზღუდვებია დივიდენდის გატანაზე, რადგან ბევრი სახელმწიფოა, სადაც საგადასახადო განაკვეთი დაბალია, მაგრამ ქვეყნიდან ფულის გატანაზე შეზღუდვებია დაწესებულია…
აქედან გამომდინარე, ამ ფაქტორებს თუ შევხედავთ, ინვესტორი, რომელიც აკვირდება საქართველოს და უყურებს ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, ლოგიკურია, რომ არასახარბიელო აზრი შეექმნას და ექმნებათ კიდეც… მეც გამიგია სხვადასხვა ბიზნესმენისგან და ეს არაა გასაკვირი“, – განაცხადა სანდრო შელიამ.
What's Your Reaction?






