აპრილში სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი 702 ათასამდე გაიზარდა
აპრილში საარსებო შემწეობა 701 816 ადამიანმა მიიღო, შესაბმისად, წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1346-ით გაიზარდა. ინფორმაციას bm.ge სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან 235 ათასზე მეტი პირი სამინისტროს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჰყავს ჩართული და აპრილში ამ ადამიანების დახმარებაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად […] The post აპრილში სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი 702 ათასამდე გაიზარდა appeared first on .

აპრილში საარსებო შემწეობა 701 816 ადამიანმა მიიღო, შესაბმისად, წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1346-ით გაიზარდა.
ინფორმაციას bm.ge სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან 235 ათასზე მეტი პირი სამინისტროს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჰყავს ჩართული და აპრილში ამ ადამიანების დახმარებაზე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. 2021 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.
პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და დამატებით ყოველთვიურად 300 ლარსაც მიიღებენ. პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. საქსტატის ინფორმაციით, შარშან სახელმწიფოსგან შემწეობას მოსახლეობის 18% იღებდა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4%-იანი ზრდაა,-წერს გამოცემა.
The post აპრილში სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი 702 ათასამდე გაიზარდა appeared first on .
What's Your Reaction?






