"არ გვჭირდები" - რეალის ფანების შეტევა ვინისიუს ჟუნიორზე

მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა ვინისიუსის თამაშს უყურეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, შემდეგ ჟუნიორის სოც.ქსელს დაესხნენ თავს და მისი გუნდიდან წასვლა მოითხოვეს

ივნ. 22, 2025 - 00:27
 0
"არ გვჭირდები" - რეალის ფანების შეტევა ვინისიუს ჟუნიორზე
მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალის გულშემატკივრებმა ვინისიუსის თამაშს უყურეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, შემდეგ ჟუნიორის სოც.ქსელს დაესხნენ თავს და მისი გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

"წადი გუნდიდან, არ გვჭირდები, უშენოდ უკეთესად ვთამაშობთ, ზედმეტი და უსარგებლო ხარ", - სწორედ ასეთი კომენტარებით შეუტიეს ვინის ალ ჰილალთან თამაშის ჩაგდების შემდეგ.

როგორც ჩანს, მადრიდის რეალის ზოგიერთ გულშემატკივარს ღრმად სწამს, რომ გუნდი ამიერიდან კილიან მბაპეს გარშემო უნდა აეწყოს და ვინისიუსის ადგილი კლუბში აღარ არის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow