,, არ ვიცი რა დავარქვა ამას – ცუდ წარსულში დაბრუნებაა…” – ეკა ბესელია

,,სამართლიანობის” დამფუძნებელი, ეკა ბესელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე: ,,ძალიან ცუდი გადაწყვეტილება და მორიგი უკუსვლა დემოკრატიის გზაზე ოცნების გუნდის – დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური გაუქმდება ! 2013 წლიდან ბევრი ვიბრძოლეთ და ჩემი კომიტეტი იყო ვინც ითხოვდა ამ სამსახურის შექმნას , რათა ყოფილიყო ცალკე , სანდო , დამოუკიდებელი სტრუქტურა . სწორედ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს შევქმენით ეს სამსახური […]

მაი. 19, 2025 - 15:57
 0
,, არ ვიცი რა დავარქვა ამას – ცუდ წარსულში დაბრუნებაა…” – ეკა ბესელია

,,სამართლიანობის” დამფუძნებელი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე:
,,ძალიან ცუდი გადაწყვეტილება და მორიგი უკუსვლა დემოკრატიის გზაზე ოცნების გუნდის – დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური გაუქმდება !
2013 წლიდან ბევრი ვიბრძოლეთ და ჩემი კომიტეტი იყო ვინც ითხოვდა ამ სამსახურის შექმნას , რათა ყოფილიყო ცალკე , სანდო , დამოუკიდებელი სტრუქტურა .
სწორედ ჩემი კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს შევქმენით ეს სამსახური . ავაწყვეთ და როგორც კი ნდობა გაჩდა ბრძოლაც გაძლიერდა ….
აი უკვე გაუქმების ჯერიც დადგა ….
არ ვიცი რა დავარქვა ამას – ცუდ წარსულში დაბრუნებაა….
რაც კარგი იყო ისიც გადახაზა ამ ჯგუფმა , რომელმაც არ იცის დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა !“

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow