"არ ვიცი რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება" - საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრები იხსნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის."ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებშიც. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან" – აღნიშნა ზელენსკიმ.ასევე ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იმ უკრაინელებს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, უნდა დაეხმარონ უკრაინაში დაბრუნებაში."ომი ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახები დაყო, დატოვა ადამიანები უსახლკაროდ, უსიცოცხლოდ, ბავშვები – ბავშვობის გარეშე და ჩვენი ამოცანაა, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს თავიანთი ადგილის პოვნაში, უკრაინაში დაბრუნებაში, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა, დავეხმაროთ დასაქმებაში და ა.შ." – განაცხადა ზელენსკიმ.

მაი. 5, 2025 - 21:26
 0
"არ ვიცი რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება" - საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრები იხსნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის.

"ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებშიც. ეს მუდმივი სამუშაო პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან" – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იმ უკრაინელებს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, უნდა დაეხმარონ უკრაინაში დაბრუნებაში.

"ომი ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახები დაყო, დატოვა ადამიანები უსახლკაროდ, უსიცოცხლოდ, ბავშვები – ბავშვობის გარეშე და ჩვენი ამოცანაა, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს თავიანთი ადგილის პოვნაში, უკრაინაში დაბრუნებაში, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა, დავეხმაროთ დასაქმებაში და ა.შ." – განაცხადა ზელენსკიმ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow