"არსენალის და პსჟ-ის წყვილში ფავორიტი ინგლისელები არიან" - ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელოს არსენალი ძალიან მოსწონს

აპრ. 25, 2025 - 23:57
 0
"არსენალის და პსჟ-ის წყვილში ფავორიტი ინგლისელები არიან" - ფაბიო კაპელო
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ არსენალისა და პსჟ-ის წყვილში ფავორიტის სტატუსი ლონდონელებს მიანიჭა.

არსენალს აქვს ყველაფერი: ხარისხი, ბალანსი მინდორზე და კარგი ფიზიკური ფორმა. ისევე, როგორც პსჟ-ს. ამ მხრივ გუნდები თანაბრად არიან. მაგრამ ვფიქრობ, „არსენალს“ კიდევ რაღაც აქვს დამატებით და ეს არის ძლიერი ხასიათი.

ისინი ერთად და ურთიერთშეთანხმებით თამაშობენ, აქვთ მაღალი ტემპი. ეს ძალიან კარგი მატჩი იქნება, მაგრამ თუ პროგნოზს მთხოვთ, ვფიქრობ, „არსენალი“ უფრო ძლიერი იქნება.

არასოდეს მინახავს, რომ ინგლისური კლუბი ასე კარგად თამაშობდეს. გამონაკლისი მხოლოდ „მანჩესტერ სიტია“. ლაპარაკი მაქვს კლასიკურ ინგლისურ სტილზე და არა გვარდიოლას სტილზე. ვფიქრობ, „არსენალი“ ძალიან კარგად თამაშობს, გააჩნია ტექნიკური თვისებები და ფიზიკური ძალა“.

- თქვა კაპელომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow