არსენალმა კრისტიან მოსკერასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის არსენალმა ვალენსიას უკანახაზელთან, კრისტიან მოსკერასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კლუბი მოსკერასთან ხელშეკრულების განახლებას გეგმავდა, თავად ფეხბურთელმა არსენალში წასვლა გადაწყვიტა და ინგლისელებთან უკვე ყველაფერი მოაგვარა.
ზემოაღნიშნული წყაროს თქმით, არსენალი ვალენსიას ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს გადაუხდის.
კრისტიან მოსკერა ვალენსიაში ვალენსიაში უკვე 4 სეზონია თამაშობს, სანაკრებო დონეზე კი ფეხბურთელი ესპანეთის 21-წლამდე გუნდის წევრია.
What's Your Reaction?






